Description
აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში - ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო -გაცემული სესხების მეშვეობით ევროპის საინვესტიციო ბანკი თამაშობს საკვანძო როლს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მოწყობაში. ჩვენი პროექტების ხელშეწყობით ვითარდება კერძო სექტორი და უმჯობესდება ქვეყნების მედეგობა კლიმატის ცვლილების მიმართ. ამავდროულად, ჩვენი არსებობა უზრუნველყოფს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განმტკიცებას.
მთავარი პროექტებიდან რამდენიმე მოიცავს:
- სწავლების, კვლევისა და დამხმარე ობიექტების გარემონტებას უკრაინის 7 უნივერსიტეტში
- წყალმომარაგების სისტემებზე გაუმჯობესებულ წვდომას საქართველოში
- ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობას მოლდოვასა და რუმინეთის ბაზრებს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად
რეგიონში ჩვენი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ჩვენი აღმოსავლეთ სამეზობლოს ბროშურა.