- ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) 70 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გაუადვილებს ადგილობრივ ბიზნესებს დაფინანსებაზე წვდომას მიმზიდველი პირობებით.
- გარანტია ორიენტირებული იქნება რეგიონულ ორგანიზაციებზე, ქალთა მიერ მართულ ბიზნესებზე, ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპებზე.
- გარანტია წარმოადგენს ევროპის ფონდის მდგრადი განვითარებისათვის (EFSD) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც არის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამა და მიზნად ისახავს მცირე საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) გააფორმა საგარანტიო ხელშეკრულება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით თიბისი ბანკთან ერთად, რაც საშუალებას მისცემს მას გაავრცელოს დაფინანსება ადგილობრივ კერძო სექტორზე ხელსაყრელი პირობებით, მათ შორის ფინანსური გირავნობის მოთხოვნების შემცირებით. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გარანტია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) უზრუნველყოფს 31 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დაფინანსებას საქართველოში თიბისი ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე პოტენციური ზარალის 80%-ის დაფარვით. იგი წვლილს შეიტანს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში კონკრეტული აქცენტით რეგიონულ ერთეულებზე, ქალთა მიერ მართულ ბიზნესზე, ახალგაზრდა მეწარმეებსა და სტარტაპებზე.
გარანტია წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოების (SME) დაფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინიციატივის ნაწილს, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის მდგრადი განვითარების ფონდი . ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროკომისიის ეს ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს გაზარდოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე უზრუნველყოს ნაკლებპრივილეგირებული სეგმენტების ფინანსური ჩართვა, როგორებიცაა სტარტაპები ან ახალგაზრდების და ქალების მიერ მართული ბიზნესები.
სესხი ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად აღდგენას ევროკავშირის ფლაგმანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარებას.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა: „ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მოხარულია, რომ მხარს უჭერს ქალებს ბიზნესში, ახალგაზრდა მეწარმეებს და სტარტაპებს საქართველოში ევროკომისიასთან ერთობლივი ინიციატივით. საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, თიბისი ბანკის მიერ განხორციელებული აღნიშნული გარანტია ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ფინანსურ ჩართვას და გაზრდის მათ წვლილს ეკონომიკაში. საწარმოების ზრდისა და საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას ახლახანს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ამოსავალი წერტილი მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) დასახმარებლად, სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის, ურთიერთკავშირის და საქართველოს მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად. ევროკავშირი მოხარულია, რომ მხარს უჭერს დღევანდელ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური მიდგომაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა გადამწყვეტია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობისთვის. ევროკავშირის ამ პრიორიტეტებზე მუშაობა - უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკა - დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.”
სს თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ვაცხადებთ რისკების გაზიარების კიდევ ერთი ხელშეკრულების წარმატებით გაფორმებას. აღნიშნული ტრანზაქცია მოწმობს ჩვენს ორგანიზაციებს შორის მყარად ჩამოყალიბებულ, მტკიცე პარტნიორობასა და ჩვენს საერთო ღირებულებებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, ახალგაზრდა მეწარმეების, სტარტაპების და ქვეყნის რეგიონული განვითარების მხარდასაჭერად. ამ ტიპის ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს თიბისი ბანკს დააჩქაროს დაფინანსება ნაკლებპრივილეგირებული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs), გააძლიეროს მათი კონკურენტუნარიანობა და მხარი დაუჭიროს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში. მსურს მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) ამ ფართო მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ მრავალი შესაძლებლობა გვექნება, ვითანამშრომლოთ გავლენიან ტრანზაქციებთან დაკავშირებით''.
ზოგადი ინფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ,,EIB გლობალი''-ს შესახებ
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც ეკუთვნის მის წევრ სახელმწიფოებს. იგი უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, პროექტების მხარდაჭერას ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, კლიმატი და გარემო და მცირე და საშუალო საწარმოები.
EIB Global არის EIB ჯგუფის სპეციალიზებული ჯგუფი, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობისა და განვითარების დაფინანსების გავლენის გაზრდა, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის სამ მთავარ პრიორიტეტს: მწვანე შეთანხმება, გლობალური კარიბჭეები, სამუშაო ადგილები და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ევროპის გუნდის ფარგლებში, EIB Global ხელს უწყობს ძლიერ, ორიენტირებულ პარტნიორობას განვითარების პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სხვა მრავალმხრივ განვითარების ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით. EIB Global აახლოებს EIB ჯგუფს ადგილობრივ მოსახლეობასთან, კომპანიებთან და ინსტიტუტებთან ჩვენი ოფისების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.
EIB-ის შესახებ საქართველოში
2010 წლიდან ჩვენი საქმიანობა საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მხარი დავუჭირეთ ძირითად სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, ტრანსპორტის, წყლისა და წყალარინების სისტემის მართვას, მდგრადი სოფლის მეურნეობას და მცირე ბიზნესებს. ჩვენი დაფინანსება საქართველოში შესაბამისობაშია ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან და ევროკავშირის სხვა ორმხრივ შეთანხმებებთან.
ჩვენი საქმიანობის განხორციელებისას ვხელმძღვანელობთ ევროკავშირის გლობალური კარიბჭის სტრატეგიით და ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ერთად ევროპის გუნდიდან (Team Europe) ტერიტორიული განვითარებისა და მწვანე პროექტების ხელშეწყობისთვის. ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისკენ, რამდენადაც იგი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგას.
მცირე და საშუალო საწარმოების (SME) დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ინიციატივის შესახებ
მცირე და საშუალო საწარმოების (SME) დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ინიციატივა წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs), ასევე უზრუნველყოს ნაკლებპრივილეგირებული სეგმენტების ფინანსური ჩართვა, როგორებიცაა სტარტაპები ან ახალგაზრდების და ქალების მიერ მართული ბიზნესები.
ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივი კერძო სექტორის გაძლიერებას, ეკონომიკური მდგრადობის ზრდას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ევროკავშირის სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოში, ასევე სუბსაჰარის აფრიკაში.